ქართული კუთხე
ტბის პირას მდებარე ხის სახლში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები და სასმელები, მათ შორის ხინკალი და ქვევრის ღვინო.
ქართული კუთხე რეზორტის სტუმრებს ქართული სამზარეულოს ტრადიციებთან უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობასაც სთავაზობს. კულინარიული მასტერკლასების ფარგლებში შესაძლებელია ხინკლის, ჩურჩხელისა და სხვა ტრადიციული კერძების მომზადების სწავლა.