ტერიტორია
ყვარლის ტბის რეზორტი კახეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ბუნებრივ გარემოში, ყვარლის ტბის პირას მდებარეობს. კურორტის ტერიტორია აერთიანებს სასტუმროს ორ კორპუსს, გამწვანებულ სივრცეებს, ტბისპირა დასასვენებელ ზონებს, რესტორნებსა და ბარებს, სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს, აუზებსა და სხვადასხვა აქტივობისთვის განკუთვნილ სივრცეებს.
თბილისიდან 2 საათისა და 30 წუთის სავალ მანძილზე მდებარე ეს ადგილი იდეალურია როგორც განმარტოებისთვის, ისე კახეთის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად. ილია ჭავჭავაძის მუზეუმი, ნეკრესი, გრემი და რეგიონის ცნობილი მარნები სულ რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა.