ხშირად დასმული კითხვები
-
სად მდებარეობს კურორტი და რამდენად შორს არის თბილისიდან?პასუხი:
ყვარლის ტბის რეზორტი კახეთში, ყვარლის ტბის პირას მდებარეობს. სასტუმროს გარს აკრავს ტყე და მთები, ხოლო მისი ტერიტორიიდან ალაზნის ველის ულამაზესი ხედები იშლება. თბილისიდან ყვარლის ტბის რეზორტამდე დაახლოებით 158 კილომეტრია, მგზავრობას კი საშუალოდ 2 საათი და 30 წუთი სჭირდება.
-
რა ტიპის ნომრები დამხვდება რეზორტზე?პასუხი:
რეზორტი აერთიანებს 100 კომფორტულ ნომერს, რომლებიც ორ განსხვავებულ კორპუსშია განაწილებული: ევროპულში (59 ნომერი) და ქართულში (41 ნომერი). სტუმრებს შეუძლიათ შეარჩიონ როგორც სტანდარტული, სუპერიორი და დელუქის ტიპის ნომრები, ასევე სუიტები ან საპრეზიდენტო აპარტამენტები.
-
რომელ საათზე არის შესაძლებელი ნომერში შესვლა და რა დროს უნდა გავიდე ოთახიდან?პასუხი:
შესვლა: 15:00 საათიდან
გასვლა: 12:00 საათამდე
-
რა შედის ნომრის ღირებულებაში?პასუხი:
ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებულია:
-
მრავალფეროვანი ბუფეტის ტიპის საუზმე
-
შიდა და ღია საცურაო აუზები
-
ფიტნესდარბაზი
-
წყლისა და ხმელეთის ველოსიპედები
-
გასართობი სივრცე: მაგიდის ჩოგბურთი, სამაგიდო ფეხბურთი, ბილიარდი, PlayStation და სხვა აქტივობები
-