ქართული კუთხე

ქართული კუთხე

ტყის გულში, Kvareli Lake Resort-ის მშვიდი ტბის სანაპიროზე მდებარე ქართული კუთხე არის მყუდრო სივრცე, რომელიც ავთენტურ ქართულ სტილშია მოწყობილი. სუფთა ჰაერითა და ულამაზესი ბუნებით გარემოცულ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული ხინკალი, ადგილობრივი კერძები და შეიგრძნონ კახური სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ხიბლი.

ქართული კუთხე ასევე იდეალური ადგილია კულინარიული მასტერკლასებისთვის, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ქართული კულინარიის ტრადიციებს, თავად მიიღონ მონაწილეობა კერძების მომზადებაში და შექმნან დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება.

რესტორნის მენიუ