- მთავარი
- ჩვენს შესახებ
- ბლოგი
- წლის საუკეთესო რეზორტი: ყვარლის ტბის რეზორტის კონცეფცია და გამორჩეული მახასიათებლები
წლის საუკეთესო რეზორტი: ყვარლის ტბის რეზორტის კონცეფცია და გამორჩეული მახასიათებლები
დასასვენებელი ადგილის შერჩევისას მოგზაურები სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებენ: მდებარეობას, გარემოს, განთავსების პირობებსა და ადგილზე ხელმისაწვდომ მომსახურებას. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, სასტუმროები მუდამ ცდილობენ, სტუმრებს ისეთი პირობები შესთავაზონ, რომლებიც მათ დასვენების დაგეგმვას გაუმარტივებს. სწორედ ამ მახასიათებლებს აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას ყვარლის ტბის რეზორტი, რომელმაც ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო რეზორტის ტიტული მოიპოვა.
ეს კონკრეტული სასტუმრო ყვარელში ბუნებრივი გარემოთი, თანამედროვე არქიტექტურითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. რეზორტის მთლიანი კონცეფცია კი მის მდებარეობას, სივრცეების დაგეგმარებასა და სტუმრებისთვის შეთავაზებულ მომსახურებას ეფუძნება.
მდებარეობა, რომელიც დასვენების ხასიათს განსაზღვრავს
ყვარლის ტბის რეზორტი კახეთში, ყვარლის ტბასთან მდებარეობს. კომპლექსის ტერიტორია ტყითა და კავკასიონის მთებით არის გარშემორტყმული, რის გამოც მთელი ეს ლანდშაფტი და ტბის სიახლოვე რეზორტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
თავის მხრივ, კახეთი ტურისტებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს - ისტორიული ძეგლებისა და ღვინის მარნების მონახულებიდან დაწყებული, ბუნებრივ გარემოში დასვენებით დასრულებული. კახეთის სასტუმროები და მათ შორის ყვარლის ტბის რეზორტი კი იმ ადამიანებს, რომლებსაც რეგიონის გაცნობა რამდენიმე დღით სურთ, ტბის პირას მშვიდ და კომფორტულ გარემოს უქმნის.
არქიტექტურული გადაწყვეტა და განსხვავებული სტილი
რეზორტის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ორი განსხვავებული არქიტექტურული ვიზუალის მქონე კორპუსია. კომპლექსში წარმოდგენილია ქართული და ევროპული სტილის შენობები, რომელთა იერსახეც სასტუმროს სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს.
შენობების განსხვავებული სტილი სტუმრებს სივრცის ახლებურ აღქმას სთავაზობს. კომპლექსის არქიტექტურა კი, გარშემო არსებულ ლანდშაფტთან ერთად, იმ უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის, რომლითაც რეზორტი სხვა სასტუმროებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა.
საუკეთესო სასტუმრო კახეთში - 100 ნომერი და სტუმრებისთვის განკუთვნილი სივრცეები
ყვარლის ტბის რეზორტის ორივე კორპუსში ჯამში 100 თანამედროვე ნომერია. სასტუმროს სივრცეები სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო კომპლექსის მასშტაბი ვიზიტორებს ადგილზე რამდენიმე ტიპის მომსახურებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. განთავსების გარდა, რეზორტის ინფრასტრუქტურაში შედის რესტორნები, სპა და ველნეს ცენტრი.
სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია და დახურული აუზები. სპა და ველნეს მიმართულება კი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ვიზიტის განმავლობაში გამაჯანსაღებელი პროცედურებით სარგებლობა სურს.
კვებისა და დასვენების დამატებითი შესაძლებლობები
ყვარლის ტბის რეზორტის რესტორნების მენიუებში ქართული და საერთაშორისო კერძების საკმაოდ ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ადგილობრივი სამზარეულო ვიზიტორებს კახეთის გასტრონომიულ ტრადიციებს აცნობს, ხოლო ადგილზე კვების მოსახერხებელი სერვისი დასვენების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
გასტრონომიულ გამოცდილებასთან ერთად, რეზორტი აქტიური დასვენების მოყვარულებსაც მრავალფეროვან გარემოს სთავაზობს. ტბის მიმდებარე ტერიტორია იდეალურ პირობებს ქმნის ველოსიპედით სეირნობისთვის, ფეხით გასეირნებისა თუ წყლის აქტივობებისთვის.
აღიარება, როგორც სასტუმროს საქმიანობის მნიშვნელოვანი ეტაპი
ყვარლის ტბის რეზორტისთვის წლის საუკეთესო რეზორტის ტიტული მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევაა. საუკეთესო სასტუმრო კახეთში National Tourism Awards-ზე სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი, მათ შორის Best Resort of the Year, Best Premium Class Hotel და Best Design Hotel. მთავარ ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვება რეზორტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
ცალსახაა, რომ სტუმარმასპინძლობის სფეროში წამყვანი პოზიციების შენარჩუნება მომსახურების ხარისხზე მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. შესაბამისად, ყვარლის ტბის რეზორტისთვის მთავარ პრიორიტეტად სერვისების შეუფერხებელი განვითარება და სტუმრებისთვის მაღალი სტანდარტის შეთავაზება რჩება. მოპოვებული ჯილდო კი კომპანიისთვის ამ გზაზე დამატებითი სტიმული და მოტივაციაა.