Team Building ყვარლის ტბის რეზორტზე: საუკეთესო სასტუმრო კახეთში კორპორაციული გასვლებისთვის

Team Building ყვარლის ტბის რეზორტზე: საუკეთესო სასტუმრო კახეთში კორპორაციული გასვლებისთვის
22 სექტემბერი 2026

ყველა კომპანიას ახსოვს ის გასვლა, რომელმაც ნამდვილად შეცვალა რაღაც - როცა გუნდი ყოველდღიურ სამუშაო გარემოს სრულიად სხვა განწყობით, უფრო შეკრული და ენერგიული დაუბრუნდა. ჩვენ ვიცით, რა ქმნის ამ სხვაობას: სწორი ადგილი, სწორი გარემო და ის განუმეორებელი ატმოსფერო, რომელიც ყვარლის ტბის რეზორტზე ასე კარგად იგრძნობა. 

სასტუმრო ყვარლის ტბა უკვე წლებია მასპინძლობს გუნდებს, რომლებისთვისაც ხარისხიანი დასვენება და პროფესიული ზრდა სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ათობით კომპანია ირჩევს ჩვენთან დაბრუნებას ყოველ წელს, რადგან ის მუხტი და განწყობა, რასაც აქაური გარემო თანამშრომლებში აღვიძებს, სხვა გამოცდილებებთან შედარებით უნიკალურია. 

ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სასტუმრო კახეთში თქვენი შემდეგი კორპორაციული მოგზაურობისთვის.

რატომ კახეთი? რატომ სასტუმრო ყვარლის ტბა?

პირველი მიზეზი თავად კახეთის ფენომენშია - ეს არის რეგიონი, რომელსაც აქვს უნარი, სტუმრობის პირველივე წუთებიდან შეგიცვალოს განწყობა და დროის აღქმა. თითქოს გზაშივე ქრება ყოველდღიური რუტინა, ყურადღება სხვა დეტალებზე გადადის და კომუნიკაციაც ბუნებრივად მარტივდება. ასეთ გარემოში ადამიანები სწრაფად გამოდიან ჩვეული როლებიდან და უფრო გახსნილები ხდებიან - ეს კი ნებისმიერი Team Building-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ოფისში ჩვენი ურთიერთობები ხშირად მხოლოდ სამსახურებრივი როლებით შემოიფარგლება  - მეილები, დავალებები, შეხვედრები. აქ კი, ტბის გარშემო გაშლილ სივრცეში, ეს ფორმალური ბარიერები თავისთავად ქრება. როდესაც კოლეგებთან ერთად  ნავით სეირნობთ ან ტყის ბილიკებს მიუყვებით, საუბარში ბუნებრივად გადმოდის წინა პლანზე სამსახურს მიღმა არსებული თემები და სწორედ აქ იბადება ის ნდობა და შინაგანი კავშირებიც, რომლებსაც ვერცერთი დაგეგმილი ტრენინგი ვერ ჩაანაცვლებს.

ამ ყველაფერს ემატება ის თავისუფლება, რომელსაც თავად ლოკაციის მასშტაბი იძლევა. ეს სასტუმრო კახეთში გითმობთ უზარმაზარ სივრცეს, სადაც გუნდს შეუძლია ერთდროულად იყოს ერთადაც და ჰქონდეს პირადი სივრცეც განტვირთვისთვის. როდესაც ადამიანებს აქვთ არჩევანი, დილა იოგით დაიწყონ, ველოსიპედით ისეირნონ თუ უბრალოდ წყლის პირას მშვიდად იმუშაონ, ისინი ბევრად უფრო მეტ პატივისცემასა და ზრუნვას გრძნობენ კომპანიისგან. ეს განცდა კი პირდაპირ აისახება მათ ლოიალობასა და იმ ენთუზიაზმზე, რომლითაც მოგვიანებით ახალ პროექტებს იწყებენ.  

ჩვენი ინფრასტრუქტურა: სასტუმრო კახეთში, სადაც მუშაობა და დასვენება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება

კორპორაციული გასვლის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ სივრცემ სხვადასხვა საჭიროებას ერთდროულად უპასუხოს. ერთი მხრივ, გუნდს სჭირდება გარემო, სადაც სამუშაო შეხვედრები, პრეზენტაციები თუ სტრატეგიული განხილვები მშვიდ და ორგანიზებულ ვითარებაში ჩაივლის, მაგრამ ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო რეჟიმის შემდეგ,  ადამიანებმა ძალების აღდგენა მარტივად შეძლონ. სწორედ ამ ბალანსზეა აგებული ყვარლის ტბის რეზორტის ინფრასტრუქტურა - აქ პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი, თავისუფალი დრო კი რეალურ განტვირთვასა და ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაციას ეთმობა.

ამასთან, სამუშაო პროცესის ეფექტურობისთვის გადამწყვეტია, რომ გარემო ტექნიკურად ისეთივე გამართული იყოს, როგორც თანამედროვე ოფისი. სწორედ ამიტომ, ჩვენი საკონფერენციო სივრცეები აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, ხოლო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი მთელს ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. ეს საშუალებას გაძლევთ, სამუშაო სესიებმა  ღია ტერასებზე ან პირდაპირ ბუნებაში გადაინაცვლოს. როდესაც გუნდს აქვს შესაძლებლობა, სტრატეგიული გეგმები ტბის ხედის ფონზე განიხილოს, დაღლილობის განცდა ხშირად მინიმუმამდე დადის, კრეატიულობა კი პირიქით - იმატებს.

უფრო მეტიც, რეზორტის ტერიტორია ისეა დაგეგმარებული, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი პირველივე წუთებიდან კომფორტულად იგრძნოს. სასტუმროში არსებული სივრცეები საშუალებას გვაძლევს, მასშტაბური ჯგუფების მასპინძლობის დროსაც კი შევინარჩუნოთ სიმშვიდისა და ინდივიდუალური მიდგომის განცდა. აქ ყველაფერი ერთმანეთთან ახლოსაა - სამუშაო ზონებიდან დაწყებული, მოსასვენებელი კუთხეებით დასრულებული.

Team Building-ის აქტივობები ყვარლის ტბაზე: რა შეიძლება გააკეთოს თქვენმა გუნდმა?

წარმატებული Team Building-ის საფუძველი ხშირად ის  შერჩეული აქტივობებია, რომლებიც გუნდის წევრებს ერთმანეთთან ბუნებრივად აახლოებს. ყვარლის ტბის რეზორტზე ეს გამოცდილება უმეტესად ღია სივრცეში იწყება, სადაც სტრატეგიული თამაშები თუ მცირე გუნდური გამოწვევები, კოლეგებს ერთმანეთს სულ სხვა კუთხით აცნობს. 

ამასთანავე, აქტივობების მნიშვნელოვანი ნაწილი მოძრაობასა და ბუნებაში გატარებულ დროს უკავშირდება. ტბის გარშემო არსებული სივრცე საშუალებას იძლევა, რომ გუნდური გამოცდილება მხოლოდ შენობაში ჩატარებული სესიებით არ შემოიფარგლოს. ტყის ბილიკებზე სეირნობა თუ  ველოსიპედით გადაადგილება, თანამშრომლებს აძლევს შანსს, ურთიერთობა სრულიად განსხვავებულ ფორმატში გააგრძელონ. 

საღამოს კი, მთელი დღის შთაბეჭდილებები ყველაზე კარგად არაფორმალურ გარემოში, მაგალითად, ტერასაზე ან დახურულ საერთო სივრცეში იყრის თავს. ეს ის დროა, როცა არავინ არაფერს გეგმავს - ადამიანები უბრალოდ ერთად სხედან, ისმენენ მუსიკას და საუბრობენ იმაზე, რაც რეალურად აინტერესებთ. სწორედ ეს თავისუფალი, დაუგეგმავი მომენტები ტოვებს ყველაზე დიდ კვალს, რადგან აქ დისტანცია ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის პრაქტიკულად ქრება.

რას ამბობენ ის კომპანიები, რომლებიც უკვე იყვნენ ჩვენთან?

ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს სტუმრებს დაბრუნების შემდეგ ახსოვთ, არის არა მხოლოდ კონკრეტული აქტივობა, არამედ განცდა, რომ გუნდში რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვალა. კომპანიები, რომლებიც ყვარლის ტბის რეზორტზე კორპორაციული გასვლით სარგებლობდნენ, ერთ რამეს ყოველთვის აღნიშნავენ: გუნდი, რომელიც პარასკევს ჩამოვიდა, ორშაბათს ოფისში სრულიად სხვა განწყობით დაბრუნდა. 

განსაკუთრებით ხშირად გვესმის HR მენეჯერებისგან, რომ ორგანიზაციულმა მხარემ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც ერთ სივრცეში ყველაფერია თავმოყრილი - კომფორტული ნომრები, მაღალი დონის რესტორნები,  სამუშაო სესიებისთვის სრულად აღჭურვილი დარბაზები, სპა, აუზი და მრავალფეროვანი აქტივობები - კოორდინაციაზე ენერგია აღარ იხარჯება და მთელი ყურადღება პროგრამაზე გადადის. ეს პრაქტიკულობა კი ხშირად ის გადამწყვეტი ფაქტორია, რის გამოც კომპანიები მეორე და მესამე გასვლისთვისაც კვლავ ჩვენს რეზორტს ირჩევენ.

თავისთავად კი ის ფაქტი, რომ სტუმრების უმეტესობა ჩვენთან ხელახლა ბრუნდება -  რა თქმა უნდა, ყველაზე პირდაპირი და გულწრფელი შეფასებაა. სასტუმრო კახეთში ბევრია, მაგრამ გუნდი, რომელიც ყვარლის ტბის რეზორტს ერთხელ უკვე ესტუმრა, იშვიათად ეძებს სხვა ალტერნატივას მომდევნო წლისთვის. 

საბოლოო ჯამში, სწორედ ეს განმეორებითი ვიზიტებია იმის დასტური, რომ ყვარლის ტბის რეზორტზე შექმნილი გარემო კომპანიების შიდა კულტურაზე რეალურ, ხელშესახებ გავლენას ახდენს.

ასე რომ, დაგვიკავშირდით და დაგეგმეთ თქვენი შემდეგი Team Building ყვარლის ტბის რეზორტზე. 

ხშირად დასმული კითხვები 


რატომ არის ყვარლის ტბა საუკეთესო სასტუმრო კახეთში კორპორაციული გასვლებისთვის?

ჩვენი რეზორტი გთავაზობთ იზოლირებულ და დაცულ გარემოს, სადაც გუნდი ყოველდღიური რუტინისგან სრულად დისტანცირებას შეძლებს. მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, პროფესიონალური მომსახურება და ბუნებასთან სიახლოვე ქმნის იმ იდეალურ ბალანსს, რომელიც აუცილებელია როგორც ნაყოფიერი მუშაობისთვის, ისე ხარისხიანი დასვენებისთვის.

აქვს თუ არა სასტუმროს საკონფერენციო სივრცეები?

დიახ. ჩვენი სასტუმრო კახეთში რამდენიმე ტიპის საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული საქმიანი შეხვედრებისთვის. სივრცეები აღჭურვილია თანამედროვე აუდიო-ვიზუალური ტექნიკით, მაღალი სიჩქარის ინტერნეტით და ყველა იმ საჭირო აქსესუარით, რაც სტრატეგიული სესიებისა თუ პრეზენტაციების გამართულად ჩატარებას სჭირდება.

რამდენი ადამიანის მასპინძლობა შეუძლია რეზორტს?

სასტუმროს ნომრების რაოდენობა და სხვადასხვა დანიშნულების ღია თუ დახურული სივრცეები საშუალებას გვაძლევს, კომფორტულად ვუმასპინძლოთ როგორც მცირე, ისე დიდი ზომის ჯგუფებს.

შესაძლებელია თუ არა რეზორტზე სპა პროცედურებითა და აუზით სარგებლობა?

რა თქმა უნდა. ჩვენი სასტუმრო კახეთში სტუმრებს სთავაზობს როგორც ღია და დახურულ აუზს, ასევე თანამედროვე სპა ცენტრს.