- მთავარი
- ჩვენს შესახებ
- ბლოგი
- Kvareli Lake Resort რომანტიკული დასვენებისთვის - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
Kvareli Lake Resort რომანტიკული დასვენებისთვის - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
ორი ადამიანი, ტბის ხედი და არც ერთი სავალდებულო პუნქტი დღის განრიგში - ბევრისთვის სწორედ ასე გამოიყურება იდეალური რომანტიკული დასვენება. Kvareli Lake Resort წლებია ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც საუკეთესო არჩევანი იმ წყვილებისთვის, რომლებსაც ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლება და დროის მხოლოდ ერთმანეთისთვის დათმობა სურთ. აქ არ გიწევთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაგეგმოთ დღე, რადგან მთლიანი სერვისი მხოლოდ სტუმრის სურვილებზეა აგებული.
შეგიძლიათ დარჩეთ ნომერში, გაისეირნოთ ტბის სანაპიროზე, ეწვიოთ სპას ან უბრალოდ გადაწყვიტოთ, რომ იმ დღეს არაფერს გააკეთებთ. ორგანიზაციულ დეტალებზე ფიქრი თქვენი პასუხისმგებლობა არ არის, რადგან კომფორტისთვის საჭირო ყველა პირობა აქ უკვე შექმნილია.
რატომ ირჩევენ წყვილები Kvareli Lake Resort-ს?
რომანტიკული განწყობა Kvareli Lake Resort-ზე ჯერ კიდევ ნომრის კარის გაღებამდე იწყება. სასტუმროსკენ მიმავალი ხეივანი ერთგვარ კინემატოგრაფიულ გარემოს ქმნის, პირველივე წუთებიდანვე გაგრძნობინებთ, რომ ჩვეულებრივ რეალობას სცილდებით. ტერიტორიაზე შესვლისას დაცვა თავაზიანად მიგითითებთ ავტოსადგომისკენ, ნომერში შესვლამდე რეგისტრაცია კი ხანმოკლე და კომფორტული პროცესია.
შემდეგ უკვე გელოდებათ ელექტრომობილი, რომელიც პირდაპირ სასტუმროს შენობამდე მიგიყვანთ, რათა დიდი ტერიტორიის გავლა მარტივად და კომფორტულად შეძლოთ.
ნომერში შესვლისთანავე პირველი, რაც ყურადღებას იქცევს, ხედია. აქ არჩევანი თქვენზეა: ზოგი წყვილი ალაზნის ველის უსასრულო სივრცეს ირჩევს, ზოგი კი ყვარლის ტბის ულამაზეს პანორამას, სადაც წყლის ფერი დღის განმავლობაში მუდმივად იცვლება.
ჩვენთან ღია აუზამდე მისასვლელი ტყის ბილიკი უკვე თავისთავად რომანტიკული სეირნობაა, ერთგვარი პატარა თავგადასავალი, სანამ აუზთან და მის მიმდებარე ბართან მისვლას შეძლებთ. დახურული აუზი კი, თავისი ტერასით, საშუალებას გაძლევთ იმავე ხარისხის კომფორტი წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში იგრძნოთ.
იპოვეთ თქვენი იდეალური ნომერი Kvareli Lake Resort Hotel-ში
Kvareli Lake Resort Hotel ორ კორპუსად არის დაყოფილი - ქართული და ევროპული, თითოეული განსხვავებული ტიპის ნომრებით. ქართულ კორპუსში ხელმისაწვდომია სტანდარტული და სუპერიორი ნომრები, ევროპულში კი არჩევანი უფრო ფართოა: დელუქსი, ჯუნიორ სუიტი, სუიტი ტერასით და საპრეზიდენტო ნომერი. წყვილებისთვის, რომლებსაც დამატებითი სივრცე და პირადი ტერასა სურთ, სუიტი ტერასით ხშირად ყველაზე მოსახერხებელი არჩევანია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მთლიანად პირად პრიორიტეტებზეა დამოკიდებული.
ნომრის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ხედია. სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ ყვარლის ტბის, ალაზნის ველის ან ტყის ხედი - თითოეული მათგანი განსხვავებულ განწყობას ქმნის. ნომრის ტიპის მიუხედავად, ყველა ოთახში დაგხვდებათ დასვენებისთვის საჭირო აღჭურვილობა: უფასო Wi-Fi, კონდიციონერი, მინი-ბარი, სეიფი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი და ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი საჭირო აქსესუარებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტანდარტულ ნომერშიც კი კომფორტული გარემოა შექმნილი, ხოლო სუიტები დამატებით სივრცესა და განსაკუთრებულ დეტალებს გთავაზობთ.
ზოგადად კი, რადგან არჩევანი რამდენიმე განსხვავებულ ვარიანტს მოიცავს, ნომრის წინასწარ შერჩევა დაგეხმარებათ, იპოვოთ ზუსტად ის სივრცე, რომელიც თქვენს გეგმებს შეესაბამება - იქნება ეს ხანმოკლე რომანტიკული გასვლა შაბათ-კვირას თუ რამდენიმედღიანი დასვენება. ყველა ნომრის ფოტო, აღწერა და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.
საღამოები Kvareli Lake Resort-ში: როგორ შეგიძლიათ დასვენება განსაკუთრებული გამოცდილება გახადოთ?
რომანტიკული დასვენება ხშირად განსაკუთრებულ თარიღსაც უკავშირდება. ზოგი წყვილი Kvareli Lake Resort-ს დაბადების დღის აღსანიშნად ან ქორწინების შემდეგ პირველი მოგზაურობისთვის ირჩევს, ნაწილი კი უბრალოდ მაშინ, როცა რამდენიმე დღით ქალაქიდან გასვლას გადაწყვეტს. ასეთ დროს მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ნომერს, არამედ იმასაც, რამდენად კომფორტულად შეძლებთ მთელი დღის ერთად გატარებას.
საღამოს ვახშმისთვის Kvareli Lake Resort-ში ორი განსხვავებული არჩევანია - რესტორნები ქართული და ევროპული სამზარეულოთი, თითოეული საკუთარი მენიუთი და ღია ტერასით. თუ ვიზიტი განსაკუთრებულ თარიღს უკავშირდება, წინასწარი დაჯავშნა დაგეხმარებათ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ადგილი და საღამო უფრო მარტივად დაგეგმოთ. აქვე შესაძლებელია მენიუს წინასწარ გაცნობაც, რაც საშუალებას მოგცემთ, არჩევანი ადგილზე მისვლამდე გააკეთოთ და გადაწყვიტოთ, უფრო მეტად რომელი სივრცე შეესაბამება თქვენს განწყობას.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგზაურობას დამატებითი აქტივობებიც დაუმატოთ. მათ შორის ადგილობრივ მარნებში ღვინის ტური ან კულინარიული მასტერკლასი, რომლებსაც სასტუმროს ადმინისტრაცია საჭიროებისამებრ თავად აორგანიზებს. ასეთი გამოცდილებები განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც რამდენიმედღიანი დასვენების დროს ახალი შთაბეჭდილებების მიღებაც სურს.
რა სერვისებს უნდა გთავაზობდეთ საუკეთესო რეზორტი?
როდესაც წყვილები დასასვენებლად ადგილს ეძებენ, ხშირად ეცნობიან საერთაშორისო რეიტინგებსა და ათვალიერებენ სარეკომენდაციო პლატფორმებს. გასაკვირი არ არის, რომ როცა ტურისტები საძიებო სისტემებში წერენ ფრაზას „best resort in Kvareli’’, ყველა გზა საბოლოოდ ჩვენს კომპლექსამდე მოდის. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო სტატუსი კი, ცხადია, მხოლოდ ულამაზესი ხედებით არ არის განპირობებული და ეფუძნება სერვისების იმ ერთობლიობას, რომელიც სტუმარს სრულფასოვან და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნომრების მრავალფეროვნებაა. სტუმარს უნდა ჰქონდეს არჩევანი როგორც კატეგორიების, ისე ხედის არჩევის კუთხით, რათა სივრცე სრულად შეესაბამებოდეს მის მოლოდინს. მეორე კრიტერიუმი კვების ობიექტებია. საუკეთესო რეზორტი სტუმარს მხოლოდ ერთ მენიუს არ სთავაზობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიზიტი რამდენიმე დღე გრძელდება. დაბოლოს, ე.წ. wellness ინფრასტრუქტურა - აუზი, საუნა თუ გამაჯანსაღებელი მასაჟი, დღეს უკვე აუცილებელ სტანდარტად მიიჩნევა.
ამ სერვისების გარდა, მნიშვნელოვანია ის დამატებითი დეტალებიც, რომლებიც სტუმარს საშუალებას აძლევს, ვიზიტი სრულად საკუთარ პრეფერენციებს მოარგოს. ეს არის თავისუფლება, აირჩიოთ დასვენების ის ფორმა, რომელიც თქვენთან ყველაზე ახლოსაა - იქნება ეს დილის აქტიურად დაწყება ველოსიპედით ტერიტორიაზე სეირნობით, თუ სრული სიმშვიდით ტკბობა ტბის პირას. ზუსტად ამ ელემენტების ერთობლიობა ქმნის იმ სტანდარტს, რომლის გამოც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საძიებო სისტემებში საკვანძო სიტყვაზე ,,Best Resort in Kvareli’’ ყველა გზა Kvareli Lake Resort-მდე მოდის.
ხშირად დასმული კითხვები - FAQ
-
არის თუ არა სასტუმროს ტერიტორიაზე პარკინგი და ელექტრომობილების დატენვის საშუალება?
დიახ, Kvareli Lake Resort-ის ტერიტორიაზე სტუმრებისთვის გამოყოფილია ფართო და დაცული პარკინგი, სადაც ავტომობილის დატოვება თქვენი ვიზიტის განმავლობაში თავისუფლად შეგიძლიათ. გარდა ამისა, სასტუმროში გათვალისწინებულია ელექტრომობილების დამტენი სადგურებიც, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ სტუმრებისთვის, რომლებიც თანამედროვე და ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილდებიან.
-
არის თუ არა სასტუმროში დამატებითი საწოლის დამატება შესაძლებელი?
დიახ, ნომრებში საწოლის დამატება შესაძლებელია წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. ეს ვარიანტი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ სტუმრებისთვის, რომლებიც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობენ. რეკომენდებულია, ეს მოთხოვნა დაჯავშნის ეტაპზევე დააფიქსიროთ, რათა სასტუმროს გუნდმა შესაბამისი ნომრის წინასწარ მომზადება შეძლოს. დამატებითი საწოლის ღირებულების დასაზუსტებლად, დაუკავშირდით სასტუმროს ადმინისტრაციას.
-
შესაძლებელია თუ არა სასტუმროში კონფერენციის ან ღონისძიების ჩატარება?
დიახ, Kvareli Lake Resort-ში შესაძლებელია როგორც კორპორაციული, ისე სხვადასხვა ტიპის კერძო ღონისძიებების ორგანიზება. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს შესაბამის სივრცეებს შეხვედრების, კონფერენციების, პრეზენტაციების, გუნდური აქტივობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის. დაგეგმვისას შესაძლებელია დეტალების წინასწარ შეთანხმება სასტუმროს გუნდთან, რათა სივრცე, ტექნიკური საჭიროებები და მომსახურების ფორმატი კონკრეტულ მოთხოვნებს მოერგოს.
-
არის თუ არა შინაური ცხოველები დაშვებული სასტუმროში?
რა თქმა უნდა. ჩვენი სასტუმრო მეგობრულად ხვდება შინაურ ცხოველებს, რადგან გვჯერა, რომ დასვენება სრულფასოვანია მაშინ, როდესაც თქვენი ოთხფეხა მეგობარიც თან გახლავთ. იმისათვის, რომ მათი სასტუმროში ყოფნა მაქსიმალურად კომფორტული იყოს როგორც თქვენთვის, ისე სხვა სტუმრებისთვის, გთხოვთ, დაჯავშნამდე დაგვიკავშირდეთ და წინასწარ დააზუსტოთ განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები. ჩვენი გუნდი მზად არის, გაგიწიოთ კონსულტაცია, რათა ვიზიტი ყველასთვის სასიამოვნო და უპრობლემო იყოს.