სასტუმრო ყვარელში – ქართული & უცხოური სამზარეულო და ღვინო
ევროპული რესტორანი:
თანამედროვე, ელეგანტური და უნიკალური - ყველაზე ხშირად ასე აღწერენ ჩვენს ევროპულ რესტორანს, ჩვენი სტუმრები. რესტორანი ა კორპუსშია განთავსებული და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი. ღია მწვანე და კრემისფერი ტონები, შერწყმული სიმწვანეში, დეტალები, რომლებიც თქვენს თითოეულ წუთს ამ რესტორანში განსაკუთრებულს ხდის. ევროპულ რესტორანს ორი ტერასა აქვს, ერთი ალაზნის ველს გადაჰყურებს, მეორე კი ტბის და მთების უსასრულო სივრცეში გამოგზაურებთ. ინტერიერი, პეიზაჟები და ევროპული გემოები ქმნის თქვენს დაუვიწყარ გამოცდილებას ამ სივრცეში.
ქართული რესტორანი :
აღმოაჩინეთ ნამდვილი ქართული კერძები ჩვენს ქართულ რესტორანში, რომელიც ბ კორპუსშია განთავსებული. თანამედროვე დიზანის რესტორანი 120 სტუმარზეა გათვლილი. აქ შეხვდებით ქართული და კახური ტრადიციების ერთობლიობას კერძებში, რომლიც უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და თქვენს გამოცდილებას დაუვიწყარს გახდის. რესტორანს აქვს ტერასა, რომელიც უალამაზეს ალაზნის ველს გადაჰყურებს. დატკბით ავთენტური ქართული გემოებით მხოლოდ აქ!
რესტორნის მენიუები იხილეთ აქ:
- რესტორნების სრული მენიუ
- ევროპული რესტორნის მენიუ
- ქართული რესტორნის მენიუ
- აუზის ბარის მენიუ
- ქართული კუთხის მენიუ









