გამოიწერეთ ჩვეი გვერდი სიახლეების მისაღებად

გამოწერა
დაჯავშნა

Share:

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ კახეთს ზამთარში

მსოფლიო პანდემიის დროს, ჩაკეტილი საზღვრებისა და შემცირებული ტურისტული ნაკადების ეპოქაში, შიდა ტურიზმი, საკუთარი ქვეყნის უკეთესად გაცნობა და ეკონომიკური გაძლიერება მთავარ პრიორიტეტებად იქცა.

თბილისიდან ორი საათის სავალზე, საქართველოს აღმოსავლეთით, ღვინისა და ვაზის სამშობლოდ აღიარებული კუთხე კახეთია, რომელსაც არამხოლოდ გასტრონომიული ღირებულება, არამედ ღირსშესანიშნავი ადგილები და საუკუნოვანი სტუმარ-მასპინძლობის ისტორიაც აქვს.

იმისათვის, რომ თავისუფალ დროს თბილისურ ზამთარს განერიდოთ, გთავაზობთ ღვინის სამშობლოში სტუმრობის 5 მიზეზს:

 

 

გრემი

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, ხოდა, რამ უნდა შეგიშალოთ ხელი ახალი წელი დროში მოგზაურობით რომ დაიწყოთ?

გრე­მის, რო­გორც კახეთის დედაქა­ლა­ქის ის­ტო­რია XV სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა. ის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცხოვრების ცენტრის სტატუსს ორი საუკუნის განმავლობაში, შაჰ-აბასის შემოსევამდე ინარჩუნებდა.

თავდასაცავად აგებული სა­სახ­ლე ად­ვილად  მისასვლელ ად­გი­ლასაა აღმართული, მას ალაზნის ველის მხა­რეს კუთხის კოშ­კი აქვს მიშენებული, სა­თო­ფუ­რე­ბი­თა და სარ­თულ­შო­რი­სი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ღი­ო­ბე­ბით.

ის­ტო­რი­უ­ლი გრე­მის კომ­პ­ლექ­სი 1975 წლი­დან მუ­ზე­უმ-ნაკ­რ­ძალს წარ­მო­ად­გენს. 

მუ­ზე­უმ­ში სულ 2 056 ექ­ს­პო­ნა­ტია და­ცუ­ლი, მათ შორის ფერწერული ნამუშევრები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები.

დათოვლილი გრემიდან ალაზნის ველის ხილვა, ახალი წლის შეხვედრა და კახური ტრადიციების შეგრძნება, ძველი ქალაქის ისტორიაში პირდაპირ აწმყოდან გამოგზაურებთ.



900 წლის ჭადარი თელავის ცენტრში

46 მეტრიანი ჭადარი, რომელიც თელავის შუაგულში, ერეკლე II-ეს მონუმენტის წინ ფარნავაზ მეფემ დარგო, 900-ზე მეტ წელიწადს ითვლის. 

პირველ ცნობებს მის შესახებ ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი გვაწვდის. . მრავალსაუკუნოვანი ხე გადაურჩა როგორც პომპეუსის, ჯალალ ად-დინის, შაჰ-აბასის, ასევე აღა-მაჰმად-ხანისა და ომარ-ხანის შემოსევებს.

90-იან წლებში, ესპანელმა დენდოქრონოლოგისტმა მარტა დომინგეს-დელმასმა დისერტაცია სწორედ თელავის ჭადარზე დაიცვა.

გასულ წელს ჭადარმა ხმობა დაიწყო, ამიტომ მის გადასარჩენად მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები მოიწვიეს. 

ლეგენდის თანახმად, ჭადარს თუ სურვილს ჩაუთქვამთ, ის აუცილებლად აგიხდებათ, განსაკუთრებით, თუ ფიფქებით დაფარული უხუცესი ხის ძირას იდგებით!




ალაზნის ველი და ყვარლის ტბა

კავკასიონის მთების ძირას, საქართველოს ერთ-ეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, 160 კილომეტრზე გადაჭიმული ალაზნის ვაკე მდებარეობს. 

ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი ტერიტორია არამხოლოდ მევენახეობით, არამედ კლიმატის უცაბედი ცვლილებითა და უსაზღვრო ხედებით გამოირჩევა.

800 მეტრზე გადაჭიმული, ფოთლოვანი ხეების გორებითა და ველობილიკებით შემოსაზღვრული, იდუმალი ყვარლის ტბის ირგვლივ გაშენებული სასტუმრო “ყვარლის ტბის” ტერასიდან, წლისა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია როგორც ალაზნის ველის თვალუწვდენელი ჰორიზონტის დანახვა, ასევე ნისლსა და ღრუბლებში მოგზაურობა.

ზამთრის გატრება და ახალი წლის შეხვედრა მთებით, ტყეებითა და ბუნებრივი ტბით გარშემორტყმულ გარემოში, ოჯახის წევრებთან და საყვარლ ადამიანებთან ერთად, დადებითი ენერგიითა და თავისუფლების შეგრძნებით აგავსებთ.

 

 

სიღნაღი - სიყვარულის ქალაქი

ვიწრო, გამორჩეული არქიტექტურით დაპროექტებული ქუჩები და აივნებიანი სახლები, ერეკლე მეფის მიერ აგებული ციხე-გალავანი, გაშლილი ხედი ალაზნის ველსა და მუდამ თოვლიან კავკასიონზე - ეს სიყვარულის ქალაქი სიღნაღია.

სიღნაღი თურქული სიტყვაა და თავშესაფარს ნიშნავს, ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ წყვილები საკუთარი სიყვარულისათვის ბეჭდის დასასმელად სიღნაღს ყოველდღიურად სტუმრობენ.

სიყვარულის ქალაქად წოდებული პატარა დასახლება მთის წვერზეა განლაგებული, მისი სრულიად მონახულება სულ რამდენიმე საათში, საფეხმავლო ბილიკებით შეგიძლიათ.

სიღნაღის კოლორიტებითა და ადგილობრივებისათვის დამახასიათებელი გულღიაობით სავსე ყოველი ჩიხი თუ ეზო ცოცხალი ისტორიაა. ზამთარში ის თოვლით იფარება და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის. ახალ წელს კი განსაკუთრებული, ტრადიციული კახური სუფრა თითქმის ყველა ოჯახში იშლება.

 

კახური გასტრონომია 

 

ქართული, საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია ტრადიციული კერძების, კახური, ქვევრის ღვინისა თუ შოთი პურის გარეშე.

თამადის მიერ წარმოთქმული პოეტური სადღეგრძელოები, როგორც მასპინძელის, ასევე სტუმრის საპატივცემულოდ ჩამოსხმული სუფთა ღვინო და მრავალფეროვანი სუფრა, კახური სტუმარ-მასპინძლობის განუყოფელი ნაწილია.

ტრადიციული და სხვადასხვა კუთხეებისათვის დამახასიათებელი კერძების მომზადება ყველა ოჯახშია შესაძლებელი, თუმცა გამოცდილი შეფ-მზარეული, სასიამოვნო გარემო, ადგილობრივ მეურნეობაში მოყვანილი ორგანული და  ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით გაჯერებული ქართული სუფრა კახეთში სტუმრობისას მხოლოდ ყვარლის ტბის რესტორანში დაგხვდებათ.




დაუვიწყარი მოგზაურობა, ხელმეორედ აღმოჩენილი საქართველო და ზამთარი კახეთში - ტრადიციული კერძებითა და ქართული ღვინის თანხლებით, არამხოლოდ ქართველი სტუმრების, არამედ უცხოელი დამთვალიერებლების საახალწლო განწყობასაც უფრო ამაღლებულს გახდის.

ფრანგი მოგზაური შარდენი მე-17 საუკუნეში ქართველებზე წერდა: ,,არსად ისე ბლომად და ისეთ სურნელოვან ღვინოს არ სვამენ, როგორც საქართველოში”... არომატულ ღვინოსთან ერთად კი ქართველებს მშვენიერი ხედები, თვალწარმტაცი ალაზნის ველი და სტუმართმოყვარე ყვარლის ტბა გვაქვს, რომელიც წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით ლამაზი და იდუმალია.