გამოიწერეთ ჩვეი გვერდი სიახლეების მისაღებად

გამოწერა
დაჯავშნა
Kvareli SPA

Share:

განტვირთვა და გამაჯანსაღებელი პროცედურები სასტუმრო ყვარლის ტბაზე

ცხოვრების სწრაფი რითმისა და გადატვირთული გრაფიკის გამო, სამომავლო გეგმებზე ფიქრისას, საოჯახო თუ სამსახურეობრივი გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენ ხშირ შემთხვევაში გადართული ვართ ყოველდღიურ საქმიანობაზე და არა სიამოვნების მიღებასა და გონების დასვენებაზე, ამას კი ჩვენი უცვლელი გარემო უწყობს ხელს.

აწმყოზე, საკუთარ აზრებსა და შეგრძნებებზე ფოკუსირება, სურვილების მიღება და გარემოს შეცვლა არამხოლოდ ემოციურ, არამედ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზეც დადებითად მოქმედებს.

სასტუმრო “ყვარლის ტბაზე” ნებისმიერი ადამიანისათვის იქნება შესაძლებელი როგორც განტვირტვა და საკუთარი თავის შეცნობა, ასევე სახლისა თუ სამუშაო ერთფეროვანი სივრცის ბუნებასთან სიახლოვით ჩანაცვლება. 

თევზაობა, სპა პროცედურები, გასტრონომიული მასტერკლასები ან პანორამული ხედებით ტკბობა - ეს იმ მცირე აქტივობების ჩამონათვალია, რომელსაც კურორტი დატვირთული სამუშაო კვირისა თუ დღის შემდეგ გვთავაზობს.

პანორამული ხედები და ბუნებასთან სიახლოვე ყოველდღიურად სიხალისისა და სიჯანსაღის შეგრძნებას “ყვარლის ტბის” ნებისმიერი სტუმრისათვის ტოვებს. სასტუმრო შემოსაზღვრულია შერეული ტყით, ბუნებრივი ტბითა და 160 კილომეტრზე გადაჭიმული ალაზნის ველით. 

დატვირთული დღეებიდან გამომდინარე, ხანდახან რთულია ეკრანისა და ციფრული სამყაროს მიღმა გახედვა, თვალებისა და გონების დასვენება, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და ბუნების ხმების მოსმენა, თუმცა, ეს ყველფერი “ყვარლის ტბის” მყუდრო ტერასიდანაა შესაძლებელი: კავკასიონის მუდამ დათოვლილი მწვერვალებით ტკბობა, ალაზნის ველიდან მომავალ ნისლში დაკარგვა, სამთო ველოსიპედებით ტყეში გასეირნება და უფრო მეტი სულიერი სიმშვიდე - სასურველია, რომ საკუთარ თავს დასვენების უფლება მივცეთ.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, პანდემიაში სტრესულმა ცხოვრებამ, ჩაკეტილმა საზღვრებმა და ტურისტული სეზონის შეჩერებამ, ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ფსიქოლოგიური სტრესი და დაძაბულობა თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია. 

გამაჯანსაღებელი და სპა პროცედურები რომლებიც განკუთვნილია როგორც სხეულისათვის, ასევე სხის კანისათვის, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და სტრესის ადვილად მოხსნას უწყობს ხელს.  

“ყვარლის ტბის” მასაჟის კაბინეტი მოიცავს მასაჟების კომბინაციას, იქნება ის ფუნდამენტური კლასიკური მასაჟი, აღმოსავლური, ევროპული თუ სამკურნალო თერაპია:

გამაჯანსაღებელი მასაჟების გარდა, რომლის შემდეგაც ორგანიზმი ახალი ენერგიით, გონება კი დადებითი ემოციებით ივსება, ექსკლუზიურად, მხოლოდ “ყვრლის ტბის” სპაში არის შესაძლებელი ღვინის თერაპიის მიღება: სახისა და სხეულის ღვინის სკრაბით დამუშავება, დამატენიანებელი პროცედურები და ექსფოლაცია, არამხოლოდ კანის ბუნებრივი მკვებავი, არამედ მისი გაახალგაზრდავებისა და ხავერდოვანი სტრუქტურის საწინდარია. 

ბუნებასთან სიახლოვე, მომხმარებელზე მორგებული გარემო და სარელაქსაციო პროცედურები, თავისუფალი, კომფორტული სამუშაო და გასართობი, ადაპტირებული სივრცეები, სტუმარს სიმშვიდისა და განტვირთვის საშუალებას წლის ნებისმიერ დროს აძლევს.

კურორტზე გატარებული რამდენიმე დღე, მომავალ განვითარებასა და სირთულეების გადალახვში, ფსიქიკურ ჯანმთელობასა და ემოციების მართვაში შეგიწყობთ ხელს.